მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

საკრებულოს რიგგარშე სხდომა 18.01.2018
18 იან 2018
 

18 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი,რომელიც დადებითად გადაწყდა. სხდომას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. საკრებულოს სხდოზე განიხლეს და დაამტკიცეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგები, განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგოები ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგები, თანამდებობრივი სარგოები; დამტკიცდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხა; ცვლილება შევიდა საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ #36 დადგენილებაში და „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N42 დადგენილებაში, „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N51 დადგენილებაში. სხდომამ განიხილა ერთი–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი- მოქალაქეთა მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დამუშავების პროგრამის შესახებ, რომლის თანახმად მერიის მფლობელობაში მუდმივმოქმედი ტრაქტორების სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, მარნეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. რიგით მერვე საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობების განთავსებისათვის მოსაკრებლის შემოღებას ეხებოდა. სხდომის დასასრულს საკრებულომ განიხილა ქალაქ მარნეულში მცხოვრები მოქალქის ხ.გიორგაძის წერილი, რომელიც შეეხბოდა სამი წლის ბავშვის ჯანრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობას. როგორც წერილშია განმარტებული ბავშვის საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. საკრებულომ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული საკითხი, ვინაიდან იგი მის უფლება მოსილებას ცდებოდა და აღნიშნულ საკითხს მერთან გაუწია რეკომენდაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა მიიღო გადაწყვტილება, რომლის თანახმად ბავშვის ოჯახს მკურნალობის თანხა გადაერიცხება მერის სარეზერვო ფონდიდან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7345
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930