დღეს, 24 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადმოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც არჩეული იქნა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები.
დღევანდელ სხდომაზე 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს. ახალი მოწვევის საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - რომან ტაბატაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ–ბესიკ გუჯეჯიანი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ გივი გიორგაძე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ნოდარ მთვარელიძე, ხოლო ეთიკისა და საპროცედურო კომისიის თავმჯდმომარე რიჩარდ გიგანი იქნა არჩეული.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც, როგორიცაა საკრებულოს კომისიების დებულებების დამტკიცება და საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრის ბესიკ გელენიძის ინიციატივით დარეგისტრირდა პირველი ფრაქცია „ქართული ოცნება“. ასევე ფრაქციის შექმნის მზაობა გამოთქვა პარტია „ბაქრაძე- უგულავა–ევროპული საქართველო“-ს წარმომადგენლებმა, რომელიც დარეგისტრირდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
საკრებულოს სხდომა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
24 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 7973
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30342
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27527
აგვ 30 სამ 2016
25695