მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, მერის წარმომადგენლებისგან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებული საჭიროებები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
თათბირზე მერის ინიციატივით საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე ესწრებოდა რომელმაც, სოფლების სარწყავი წყლის მომარაგების მიზნით, 2020 წელში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნულ საკითხებზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ -ის განხორციელების საკითხზეც, რომლის ფარგლებშიც პრეზენტაციის სახით, წარმოდგენილი იქნა გასულ წელს აღნიშნული პროგრამით განხორციელებული პროექტების ანალიზი და ამ ეტაპისთვის არსებული პრიორიტეტები.
მერიის თათბირი
მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა
21 იან 2020
მნახველთა რაოდენობა: 3308
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
321
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28704
იან 09 ორშ 2017
28300
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25673