20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი ჩაატარა, რომელსაც მერიის სამსახურის უფროსები და მუნიციპალური ა(ა).ი.პ–სა და შ.პ.ს–ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ზაურ ტაბატაძემ, შეხვედრაზე მყოფ ყველა სამსახურის უფროსისგან, მუნიციპალური ა(ა).ი.პ– სა და შ.პ.ს–ს ხელმძღვანელებისგან მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა, თანამშრომლებთან ერთად არსებული მდგომარეობა შეაფასა და სამომავლო გეგმები დასახა.
მერიის თათბირი
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
21 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4542
სიახლეები

















