მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

მერმა სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
28 თებ 2018
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან,  ლაშა ლობჯანიძესთან და   მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.
მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა,   სტრუქტრურული ერთეულების მიერ  დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღევანდელ თათბირზე, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა  მოისმინეს  ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ასევე გამოცხადებული ტენდერების შესახებ.
თათბირზე აქტუალური იყო   საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა  პროგრამის  ფარგლებში სამომავლოდ  განსახორციელებელი სამუშაოების საკითხიც. დამსწრეებმა,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული მძიმე ტექნიკის მდგომარეობისა და  ვარგისიანობის შემოწმების ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს.
სამუშაო თათბირზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4627
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3115
დეკ 13 ხუთ 2018
4350
მარ 06 სამ 2018
4954
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930