მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

გამგეობის თათბირი – 12.04.2016
12 აპრ 2016
 

დღეს, 12 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი გეგმიური თათბირი გაიმართა, რომელსაც გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უძღვებოდა. გამგეობის ყოველკვირეულ თათბირს გამგებლის მოადგილეები, სამსახურისა და განყოფილების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე, გამგებლის ინიციატივით, მოწვეული იყვნენ ენერგო-პრო ჯორჯიას მარნეულის სერვის-ცენტრის, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში, მათ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების მდგომარეობა გააცნეს.
სამუშაო თათბირი ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გამგებელმა სამსახურის ხელმძღვანელებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშიც მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თათბირზე აქტუალური იყო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვა, რის თაობაზეც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ლერი ფანგანმა დეტალურად ისაუბრა.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა სოფლებში ელექტრო ენერგის ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხზე, სადაც ენერგო-პრო ჯორჯიას მარნეულის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გუგუჩიამ წარმოადგინა გამრიცხველიანების გეგმა/გრაფიკი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3458
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
1282
დეკ 13 ხუთ 2018
2447
მარ 06 სამ 2018
3127
იან 18 ორშ 2016
3866
 
 
სიახლეები
2021 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031