მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერეთელში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაობი დაიწყო. პროექტით წარმოდგენილი კონცეფცია მოსახლეობის ინიციატივით, ჩართულობითა და იდეებით არის მომზადებული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული ზონა და ყოველდღიური თანამედროვე ზონა.
პირველ ზონაში განხორციელდება 9 აპრილის მემორიალის რესტავრაცია და მოპირკეთება. გათვალისწინებულია არსებული განათების დიზაინის განახლება-შეცვლა, საპროექტო ტერიტორიის ღობის განახლება და რეკონსტრუქცია.
რაც შეეხება მეორე ზონას დაყოფილი იქნება რამდენიმე ნაწილად, კერძოდ კი ცენტრალური შესასვლელი, აუზის სივრცე ყვავილების გაზონითა და სასმელი წყლის შადრევნით, სპორტული აქტივობების სივრცე, საბავშვო ატრაქციონების სივრცე ფერადი საფარით, მშობლების და სამკითხველო სივრცე, წიგნების ყუთებითა და განათებით, ზრდასრულთა გასართობი სივრცე შესაბამისი ავეჯით და ახალი ხე-ნარგავებით,მოსასვენებელი სივრცე დახურული სკამ-საქანელით და ახალი ხე-ნარგავებით, ბავშვთა მოსასვენებელი სივრცე დეკორატიული მორებით,სცენა და ტრიბუნის ტიპის სამაყურებლო.
შეგახსენებთ, რომ სოფელში გასართობ–შემეცნებითი სკვერის მოწყობის იდეა, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში იქნა წარმოდგენილი, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესო იდეად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი პოლონელმა ექსპერტებმა მერიასთან ერთად შეარჩიეს საპილოტედ, რაც გულისხმობდა სკვერის დაპროექტება/დაგეგმარებას მოქალაქეებისა და პროექტის ავტორების ჩართულობით პოლონელ და ქართველ არქიტექტორებთან ერთად.
პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია. სკვერის რეაბილიტაცია ხელშეკრულების თანახმად ივლისის თვეში დასრულდება
ინფრასტრუქტურული პროექტები
სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობა დაიწყო
01 მაი 2018
მნახველთა რაოდენობა: 5197
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28805
იან 09 ორშ 2017
28365
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25722