მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულის მერი სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობას შეხვდა
13 აპრ 2018
 

13 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, პირველ მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად სოფელ ქვემო სარალში იმყოფებოდა, სადაც   სასმელი წყლის პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ სოფელში, მერიის ხელმძღვანელი პირები, წყლის ახალი სისტემის პროექტის  დატესტვის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დატესტვის რეჟიმში აღმოჩენილი მცირედი  ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და  უახლოეს მომავალში დასრულდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი პირადად გაეცნო სოფელში   განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებსაც,   მოისმინა მოსახლეობის პრობლემები  და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  მუნიციპალური  „შ.პ.ს სოფწყალის“ დირექტორი ნაბი აბდულაევი თანამშრომლებთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქვემო სარალში და მერიის თანამშრომლები.



 
 
მნახველთა რაოდენობა: 2769
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
2284
 
 
სიახლეები
2021 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031