მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მერმა სოფელ მარადისში რეაბილიტირებული გზა მოინახულა
19 თებ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მარადისში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულების შემდგომ  თემურ აბაზოვი  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო მიმდინარე წელს სოფელ მარადისში დაგეგმილი პროექტები, მოისმინა მათი საჭიროებები და კომპტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
სოფელ მარადისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გზის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, რომელიც მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობდა. მოასფალტდა 1 210 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 168 061 ლარია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1793
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
895
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930