მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

სოფელ ალავარში შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო
05 სექ 2017
 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაიწყო სოფელ წერეთელის დასახლებაში არსებული კორპუსის ეზოს და ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობისა და სოფელ ალავარში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალავარში. დაწყებულია ქვესაგები ფენის მომზადება ასფალტ/ბეტონის საფარის დასაგებად. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 650 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის საერთო ღირებულება 197 000 ლარია. კერძოდ ალავარის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაობის ღირებულება შეადგენს 90 622 ლარს. ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3283
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
2105
 
 
სიახლეები
2020 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031