მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყობა
23 აგვ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც იმირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს: შულავერს, ახლომახმუდლოს, ენიკენდს, სეითგოჯალოს, ზემო სარალს, ქვემო სარალს, მარეთს, არაფლოსა და იმირს სასმელი წყლით მოამარაგებს და გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს.
რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  კი 233 322  ლარი.
სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია  22 ადამიანი.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4437
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4817
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031