პროექტ “სამოქალქო ბიუჯეტის” ფარგლებში სოფელ სადახლოში, სამამულო ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერს, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში მემორიალზე აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, – მოეწყო ახალი ბეტონის ქვაფენილი და ბორდიური. სკვერში არსებულ შადრევანზე და ფასადურ კედლებზე განახლდა დაზიანებული ფილები. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე დაიდგა სკამები, სანაგვე ურნები და აღდგა სკვერში არსებული ლამპიონები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი სადახლოში მცხოვრები ხალიდა გახრამანოვაა, რომელმაც 2015 წელს შემოიტანა საპროექტო განაცხადი. პროექტმა მოქალაქეების მხრიდან სრული მხარდაჭერა მოიპოვა და გაიმარჯვა.
აღნიშნული პროექტი 87 653 ლარით სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმია, რომელიც 2015 წელს დაინერგა მარნეულის მუნიციპალიტეტში და გულისხმობს მოსახლეობის მონაწილეობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
ინფრასტრუქტურული პროექტები
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2016“ –ის ფარგლებში სადახლოში სკვერი მოეწყო
15 მაი 2017
მნახველთა რაოდენობა: 5267
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15530
აპრ 22 შბ 2017
28718
იან 09 ორშ 2017
28309
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686