მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

სადახლოში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები
15 თებ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
გასულ წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით სოფელ თაზაკენდში სასმელი წყლის რეაბილიტიცია განხორციელდა, ხოლო, სოფელ სადახლოში შეძენილი იქნა სასმელი წყლის მრიცხველები, რომელთა ღირებულებები 8 553 და 94 115 ლარს შეადგენდა.
ასევე მოეწყო სასმელი წყლის სისტემა სოფელ ბურმაში, რომლის ღირებულება 6 053 ლარს შეადგენდა. პროექტი დაფინასებულია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სარწყავი წყლის სისტემა მოეწყო სოფელ მოლაოღლიში, ხოლო სარწყავი არხის რეაბილიტაცია განხორციელდა სადგური სადახლოს დასახლებაში, რომელთა ღირებულებები 32 830 და 7 760 ლარს შეადგენს.
სოფელ ხულდარაში მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 22 221 ლარს შეადგენს.
სოფელ სადახლოში მდინარე ბანოვშაზე ხიდთან მოეწყო ნაპირსამაგრი და მოსაცდელი მგზავრებისთვის, რომლთა ღირებულებები 33 960 და 4 120 ლარს შეადგენს.
2016 წელს მდინარე ბანოვშაზე ასევე არსებული დაზიანებული ხიდი რეაბილიტირდა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები 1989 წლიდან აღარ ჩატარებია, რის  გამოც ხიდი ავარიულ მდგომაროებაში იყო სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა.  პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სახიდე გადასასვლელზე გზის რეაბილიტაცია, არსებული ბურჯების გამაგრება, ახალი დამცავი მოაჯირების მოწყობა, საძირკვლის გამაგრება და გატარდა სხვა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.
რაც შეეხება,  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს, სოფელ სადახლოში მოხდა  სასმელი წყლის შიდა დაქსელვა, რომლის ღირებულება 386 712 ლარს შეადგენს.
სოფელ სადახლოში ასევე მოხდა სამამულო ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, მოეწყო ახალი ბეტონის ქვაფენილი და ბორდიური. აგრეთვე, მოხდასკვერში არსებულ შადრევანზე და ფასადურ კედლებზე დაზიანებული ფილების დემონტაჟი და აღდგენითი სამუშაოები. დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, რომლის ინიციატივაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 653 ლარით დაფინანსდა, სოფელ სადახლოს მაცხოვრებელი ხალიდა გახრამანოვა გახლავთ.
სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სადგურ სადახლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც რკინა-ბეტონის საფარი დაიგო 320 მ-იანი გზის მონაკვეთზე. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83 000 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე სადგური სადახლოს დასახლებაში მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2017 წლის იანვრის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის თვის  ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 177 357 ლარს შეადგენს.
აგრეთვე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქურულ პროექტს წარმოადგენს სოფელ სადახლოში ახალი თანამედროვე ტიპის, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება 648 499  ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3138
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
871
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930