მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქ მარნეულში, არსებული ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სტადიონის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, იქ არსებული მოიწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებისთვის შეუსაბამო გარემოს გამო მიიღო.
ფეხბურთის მოედნის კეთილმოწყობისთვის, მუნიციპალიტეტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გასული წლის სექტემბრის თვეში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შესაძენად კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული შპს „საუკი“ გამოვლინდა.
პროექტით გათვალისწინებულია მოედნის მაღალი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი ბალახით უზრუნველყოფა, 1500+1 კაციანი სტანდარტის ტრიბუნების მოწყობა, რომელიც ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული მოედნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და არსებული ამორტიზირებული ერთსართულიანი შენობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად 2 სართულიანი შენობა აშენდება; პირველ სართულზე განთავსდება ბავშვთა გასახდელები, ხოლო მეორე სართულზე სასწავლო ოთახი. გასახდელებში გათვალისწინებულია გამოსაცვლელი ოთახი კარადებით, სამასაჟო, 4 საპირფარეშო და 6 საშხაპე.
გარდა ამისა, შენობაში მოეწყობა პირველადი დახმარების ოთახი და 30 ადამიანზე გათვალისწინებული პრესკონფერენციის დარბაზი, ხოლო ტრიბუნების ქვეშ განთავსდება სასადილო ბუფეტი და სასმელი წყლის შადრევნები.
ტერიტორიის ჩრდილოეთ დასავლეთ ნაწილში 6-7 მეტრი სიმაღლეზე დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის, დიოდური ტაბლო, რომლის ქვეშ მოედნის დაცვის ოთახი განთავსდება; დაცვის ოთახში დამონტაჟდება გარე ვიდეო კამერების კონტროლის სისტემა და მონიტორები.
ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი თამაშზე მისული მძღოლებისთვის აღნიშნული ტერიტორიის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში გათვალისწინებული ახალი ავტოსადგომების მოწყობაა, როგორც საფეხბურთო გუნდების ავტობუსების ასევე “VIP” სტუმრების ავტომანქანებისთვის.
მოედანზე ასევე გათვალისწინებულია სამუშაო ადგილი ჟურნალისტებისთვის და პლატფორმა 2 ტელეკამერისთვის, რომელიც ყველა მხრიდან შეიმინება.
მთლიანობაში სპორტული მოედნის ტერიტორია შემოიღობება, როგორც ბეტონის ასევე ლითონის დეკორატიული ღობით და მთლიანად განათდება ტერიტორია.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, თანხების მოძიების მიზნით.
პროექტის სატენდერო ღირებულება 6 395 536 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ალგეთი არენას მშენებლობის კონცეფცია შემუშავებულია
13 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 8139
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15530
აპრ 22 შბ 2017
28719
იან 09 ორშ 2017
28309
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28008
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686