ახალაგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 -დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
✔ ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
✔მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
✔ ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
✔ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;
თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალაგზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზდების ხმა!
დარეგისტრირდი 27 მარტამდე!
სარეგისტრაციო ბული: https://forms.gle/xGnpp2Uev2YugNwM9
ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადება
განცხადება
22 მარ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2432
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
418
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30378
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27584
აგვ 30 სამ 2016
25724