მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

განცხადება
02 ივნ 2020
 

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - სადახლო- ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველო-სომხეთის საზღვარი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.

შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის №196 დადგენილების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ის ანგარიშზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 9 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 479
 
 
 
განცხადებები
ივნ 02 სამ 2020
480
აპრ 25 შბ 2020
491
აპრ 23 ხუთ 2020
507
აპრ 24 პარ 2020
554
აპრ 06 ორშ 2020
611
მარ 30 ორშ 2020
642
მარ 23 ორშ 2020
643
მარ 23 ორშ 2020
655
მარ 23 ორშ 2020
717
მარ 20 პარ 2020
660
მარ 17 სამ 2020
649
მარ 17 სამ 2020
664
მარ 10 სამ 2020
984
აპრ 15 ორშ 2019
1678
აპრ 01 ორშ 2019
1724
იან 17 ხუთ 2019
1867
დეკ 19 ოთხ 2018
2147
ნოემ 02 პარ 2018
2062
სექ 14 პარ 2018
2623
სექ 07 პარ 2018
2275
აგვ 27 ორშ 2018
2295
აგვ 17 პარ 2018
2172
ივლ 04 ოთხ 2018
2341
 
 
სიახლეები
2020 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031