მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება
24 აგვ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი  ეხმაურება  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის მიერ,  მიმდინარე წლის  23 აგვისტოს,  საინფორმაციო გამოშვება   „კურიერში“  გასულ  სიუჟეტს, სადაც   ჟურნალისტი ეკო მაღრაძე,  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებზე, 3 წლის განმავლობაში  გაცემულ  პრემია– დანამატების საკითხზე საუბრობს.
სხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შორის, სიუჟეტში განიხილებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბატონი მერაბ თოფჩიშვილის მიერ  აღებული – პრემიების  საკითხიც, სადაც  ჟურნალისტმა გააჟღერა ფრაზა,  ვახდენთ ციტირებას:  “საჯარო ინფორმაციის მიხედვით,  3 წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი აიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა“, სადაც ჟურნალისტმა განზრახ დაამახინჯა ფაქტები და  შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
აღნიშნულ ფრაზაში  ჟურნალისტის მიერ არ კონკრეტდება, რა თანხაზეა საუბარი, ეს არის მხოლოდ პრემიის  ოდენობა თუ ამ  წლების განმავლობაში  ყოფილი გამგებლის მიერ, ჯამურად წარმოდგენილი   თანამდებობრივი სარგო, პრემიასთან ერთად.

აქვე მოგახსენებთ, რომ  აღნიშნულ საკითხზე,  „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტთან  გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა სწორი    და ვრცელი განმარტება გააკეთა,  თუმცა  სიუჟეტის ავტორმა მის მიერ მომზადებულ მასალაში სამსასურის უფროსის განმარტებითი  კომენტარი არ გაუშვა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება გავაკეთოთ:  როგორც მოგეხსენებათ,  ბატონი მერაბ თოფჩიშვილი 2013 წლის სექტემბრიდან  იკავებდა გამგებლის თანამდებობას მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2014 წლიდან–დღემდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში,  ყოფილ გამგებელს პრემია, წახალისების სახით,  აღებული აქვს 43,062, 5 ლარი და არა 165 000 ლარი, რაც სიუჯეტში გაჟღერდა.

2014 წელს – 15 900 ლარი,  2015 წელს – 18 550 ლარი;  2016  წელს – 7 950 ლარი, ხოლო 2017 წელს 662,5 ლარი.  (აქვე დავამატებთ, რომ 2013 წელს ყოფილ გამგებელს პრემიის სახით აღებული აქვს  7 9 50 ლარი)

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5295
 
 
 
განცხადება
აგვ 04 ხუთ 2022
156
ივნ 24 პარ 2022
213
ივნ 20 ორშ 2022
190
ივნ 07 სამ 2022
214
აპრ 06 ოთხ 2022
368
მარ 31 ხუთ 2022
504
ნოემ 15 ორშ 2021
765
ნოემ 12 პარ 2021
839
ოქტ 20 ოთხ 2021
778
სექ 14 სამ 2021
825
აგვ 25 ოთხ 2021
867
მაი 13 ხუთ 2021
1181
აპრ 20 სამ 2021
1287
მარ 22 ორშ 2021
1369
მარ 17 ოთხ 2021
1263
ივნ 02 სამ 2020
1857
აპრ 25 შბ 2020
1922
 
 
სიახლეები
2022 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031