მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

მარნეულში 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება
09 ოქტ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა  გეპატიჟებათ 12 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების  ფარგლებში  დაგეგმილ  ღვინის ფესტივალზე - „ღვინობისთვე 2018“ , რომელიც გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ქართული ღვინის  ფესტივალი  მარნეულში - „ღვინობისთვე 2018“

▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁▁

ღონისძიების დასაწყისი - 13:00 სთ.
დასასრული -16:00 სთ.
ლოკაცია - მარნეულის მუნიციპალიტეტი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
დასწრება: თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა ! ! !
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით  იმართება ღვინის  ფესტივალი  სახელწოდებით - „ღვინობისთვე 2018“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლისა და  ყველის  გამოფენა- გაყიდვა.

ქართული ღვინის ფესტივალი  მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით:
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია  არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა.

საზეიმოდ  მოხდება  საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება   კონკურსი   მეღვინეებს შორის, სადაც  პროდუქციას შეაფასებენ მოწვეული  სომელიეები და  გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი.
ასევე მოეწყობა  თიხის დამუშავების მასტერკლასებიც.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 5007
 
 
 
ანონსი
მაი 23 ორშ 2022
1526
აგვ 18 სამ 2020
3085
სექ 13 პარ 2019
4256
სექ 07 შბ 2019
3990
იან 31 ხუთ 2019
4868
ნოემ 06 სამ 2018
5052
თებ 16 პარ 2018
5072
დეკ 14 ხუთ 2017
5672
ნოემ 20 ორშ 2017
6479
ნოემ 13 ორშ 2017
5642
ოქტ 03 სამ 2017
5817
სექ 12 სამ 2017
5492
ივნ 29 ხუთ 2017
5680
ივნ 23 პარ 2017
5706
მაი 15 ორშ 2017
5768
აპრ 20 ხუთ 2017
5943
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930