მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

ანონსი - 26 მაისი 2018 წელი
24 მაი 2018
 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი  მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელიც შინაარსობრივად მარავალფეროვანი იქნება.
ღონისძიება 16:00 საათზე  დაიწყება  და 21:00 საათზე  ფეერვერკებით დასრულდება.

პროგრამა:

16:00სთ-18:00სთ- სახალხო სეირნობა და გამოფენები.

საგამოფენო სივრცეები:

  1. მთავარი საღონისძიებო სივრცე (რუსთაველის ქ. მერიის მიმდებარედ):
    • სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
    • ქართული პავილიონი:
      • ტრადიციული სამოსი  მანეკენებზე.
      • ანბანის კუთხე
      • ჭაღების კუთხე.
      • გაცოცხლებული ძველი ქალაქის: ქალაქური კაფე,  ფოტო ატელიე, დუქანი, მეწაღე ცოცხალი მანეკენებით.
    • მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა.
    • ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის კუთხე.
    • მარნეულის ახალგახრდული ცენტრის (Tea House) პავილიონი (ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.)
    • დავით ღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის პავილიონი.
    • შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
    • ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა (მედეა ჭკადუა).
  2. 2008 წლის 8 აგვისტოს მემორიალი:
    • საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპული გმირების ფოტოგამოფენა.
  3. მარნეულის მერიის მიმდებარე სკვერი:
    • მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა
    • მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა.
  4. ქ. მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერი:
    • კლასიკური მუსიკის კონცერტი ორკესტრის მონაწილეობით.
  5. ქ. მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი:
    • საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები).
    • ბაღების სივრცე.
    • SMART PHOTO–ს ჯიხური.
    • ფოტოგრაფის კუთხე, სახალისო ფოტოები(იმიტირებული ფოტო-ატელიე).
    • ორგანიზაცია “dream partners” გასართობი პროგრამით.
    • მოლაშქრეთა კუთხე.
    • ქუჩის თოჯინების თეატრი მინი-სპექტაკლით.
    • პორტრეტისტი და კარიკატურისტი (მხატვარები შესაბამისი ჩაცმულობით).

16:00სთ–19:00სთ  სკვერის მარცხენა ნაწილში წამოდგენილი იქნება სპორტული აქტივობები:

  • ქართული ჭიდაობა
  • მკლავჭიდი
  • ჭადრაკი 7+1

17:00სთ–17:50სთ – კლასიკური მუსიკის კონცერტი,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მევიოლინეთა  ანსამბლი „სი–მი“–ს  მონაწილეობით. (ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერი).
17:10 სთ – საქართველოს ჰიმნის გაჟღერება (მევიოლინეთა  ანსამბლი „სი–მი“–ს შესრულებით).

17:50სთ–18:00სთ – ხის ნერგის ჩარგვა (ქ. მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი)

18:00სთ–18:40სთ – თეატრალიზებული წარმოდგენა –სპექტაკლი  „ფაქტები და შდეგები“

18:40სთ–19:00სთ – ხრიდოლის ფედერაციის პერფორმანსი.

საზეიმო გალა კონცერტი

19:00 სთ – 19:30 სთ – ადგილობრივი შემსრულებლები:

მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–თან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი  „იბერია“. ხელმძღვანელები:  კაკი ლობჟანიძე,  გიორგი ედიბერიძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის“კულტურის ცენტრი“–ს სოლისტი შაბან მამედოვი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის“კულტურის ცენტრი“–თან არსებული ვოკალური სტუდიის სოლისტი  ხადიჯა გასიმოვა.  ხელმძღვანელი მანანა არაბიძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის “კულტურის ცენტრი“–თან არსებული ვოკალური სტუდიის  სოლისტი  ანამარია შუბითიძე. ხელმძღვანელი მანანა არაბიძე.

19:30 სთ – 21:00 სთ  –  ჯგუფი „1/4“  და ლინდა ადამია.
21:00სთ – საზეიმო ფოიერვერკი. ფრანების გაშვება.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 2356
 
 
 
ანონსი
სექ 13 პარ 2019
889
სექ 07 შბ 2019
649
იან 31 ხუთ 2019
1451
ნოემ 06 სამ 2018
1602
თებ 16 პარ 2018
2159
დეკ 14 ხუთ 2017
2629
ნოემ 20 ორშ 2017
2891
ნოემ 13 ორშ 2017
2733
ოქტ 03 სამ 2017
2860
სექ 12 სამ 2017
2624
ივნ 29 ხუთ 2017
2798
ივნ 23 პარ 2017
2836
მაი 15 ორშ 2017
2907
აპრ 20 ხუთ 2017
3003
 
 
სიახლეები
2020 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930